ნიგერიაში პოლიციელი ხალხში შევარდა – დაღუპულია 8 ადამიანი

ნიგერიაში პოლიციელი სააღდგომო მსვლელობაში მონაწილე ხალხს ავტომობილით შეეჯახა.

დაღუპულია, სულ მცირე, 8 ადამიანი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ინციდენტი შტატ გომბეში მოხდა. დაშავებულია კიდევ 30 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა მოზარდია. სამართალდამცავების ვარაუდით, პოლიციელი განზრახ შეეჯახა ხალხს, რაც პოლიციელისა და მსვლელობაში მონაწილის კამათმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები