შრი ლანკაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

შრი ლანკაზე დღეიდან, 23 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლებამ ეს ტერაქტის გამო გადაწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, საგანგებო მდგომარეობა იმისთვის გამოცხადდა, რომ პოლიციასა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი უფლებები ჰქონდეს უსაფრთხოების დასაცავად. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყველა კერძო კათოლიკური სკოლა შრი ლანკაზე 29 აპრილამდე იქნება დახურული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები