თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

 

გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, პატარა ტბის, ქერჩის, ხერგიანის, მიქატაძის, ხევძმარისა და ნოზაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, საირმის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საბურთალოს, კუტუზოვისა და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი დიღმის “ნატბეურების” დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის, ნიკოლოზ ბერაძისა და უდაბნოს მონასტრის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლებისა და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელისა და კოტე მახარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბერიძის, პაოლო იაშვილის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ჭონქაძის, კოტე აფხაზისა და გრიბოედოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის, კიკეთისა (ნაწილობივ) და კოჯრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ყარაჯალას, საავიაციო ქარხნის დასახლების, მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, დიმიტროვისა და წმინდა ბარბარეს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის, სელიმ ხიმშიაშვილის, ცოტნე დადიანის, ვახტანგ მახალდიანის, ოლგა კონსკაიას, ხუდადოვის, თოფურიძის, რევაზ ურიდიას, სურგულაძის, კიკნაძის, ჩხიკვაძის, ალილუევის, მანჯგალაძის, ჩოხატაურის, მიქატაძის, სტურუას, ინანიშვილის, მიხეილ მესხის, გურამ ასათიანის, ძმობის, უცნობ გმირთა და ანაპის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალციხის, მაზნიაშვილის, მამარდაშვილის, ჯავახიშვილის, ჩიტაძის, გიორგი ერისთავის, ტერენტი გრანელის, ანაკლიის, მარჯანიშვილის, ჩანჩიბაძის, სულუხიას, ბენაშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიქობავასა და ჩიტაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიასა და ცემის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები