რვაას ლარზე მეტი შემოსავალი თვიურად და ხუთი სახის სახელმწიფო დახმარება – იცრუა თუ არა დარიკო ხიჯაკაძემ (ვიდეო)

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩას მკვიდრის, დარიკო ხიჯაკაძის შესახებ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში სიუჟეტი გავიდა, სადაც მისი მძიმე სოციალური პირობები იყო ასახული.  სიუჟეტში მოქალაქე აცხადებდა, რომ სოციალურად დაუცველია,  ხუთსულიან ოჯახში რამდენიმე შშმ პირი ჰყავს და  გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ხიჯაკაძე ამბობდა, რომ  მის გარდა, ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია, მას კი მუდმივი  სამსახური არ აქვს. პერიოდულად მუშაობს მეზობლების ვენახებში, ალაგებს სახლებს და ამით არჩენს ოჯახს.

ოჯახს, რომ უჭირს, ფაქტია,  თუმცა,  სოფელ ობჩაში  დარიკო ხიჯაკაძის ოჯახის შემოსავლების და დახმარებების შესახებ  “კვირას” განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს.

აღმოჩნდა, რომ მოქალაქეს მხოლოდ სოციალური დაცვის სამსახურიდან ყოველთვიურად 800 ლარზე მეტი ერიცხება,  სისტემატურად იღებს რამდენიმე სახის ერთჯერად დახმარებას,  მუნიციპალიტეტი მას შეშით უზრუნველყოფს, ასევე ის ბაღდათში, ერთ-ერთ ე.წ. საწიწილეშიც არის დასაქმებული.  ასევე, გაირკვა, რომ  დარიკო ხიჯაკაძის ვაჟს იმერეთის რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ პირადად  შესთავაზა  საკონტრაქტო სამსახურში დასაქმება, და ამჟამად  ის  “კარანტინში” იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები