მუნიციპალური განვითარების ფონდი: წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი ახალი გზა არ დაზიანებულა და გადაადგილება უსაფრთხოა

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ ახალ გზას დამატებითი გამაგრება სჭირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. გავრცელებულ ინფორმაციაში მოხსენიებულია თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზის საყრდენი კედელი, რომელიც არ არის წყნეთი-ბეთანიის გზის ნაწილი.
როგორც ,,კვირას მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დაასრულა და მას შემდეგ ამ გზაზე გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა.
გზის რეაბილიტაციის პროექტში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში, მაქსიმალურად მოხდა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება.
საქართველოში პირველად დაინერგა ევროპული მეთოდი, რომელიც სპეციალური ბადეების დამონტაჟებას გულისხმობს. ეს ბადეები აჩერებს ინერციით მოძრავ ლოდებს. ასევე, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს შემოსასვლელსა და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და უზრუნველყოფს გზის ავტომატურ ჩაკეტვას.
მშენებლობის პროცესში საეჭვო ზონები დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება, დადგინდა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელიც გათვლილია 8 ბალის სიმძლავრის სეისმურ ბიძგებსა და ჰიდროლოგიურ წნევებზე.
25 აპრილს 12:00 საათზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მშენებელი კომპანია და პროექტის განხორციელებაში ჩართული გერმანელი სპეციალისტი დაათვალიერებენ წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთს და პროექტით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები