13 წლის მოზარდმა, რომელსაც რუსთავში პოლიცია ეძებს, ბებიას წერილი დაუტოვა

13 წლის მოზარდმა, რომელსაც რუსთავში სამართალდამცველები ეძებენ, სახლში წერილი დატოვა.
„კვირას“ ინფორმაციით, დღეს გაუჩინარებული ნია იუკურიძე რუსთავის მე -16 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა.
როგორც სკოლის დირექტორმა ირინა მელქაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მოზარდმა სახლში ბებიას წერილი დაუტოვა, რის გამოც ბებიამ 112-ში დარეკა.
მისივე თქმით, მოზარდს ბებია ზრდის, მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი, საზღვარგარეთ იმყოფება.
„ძალიან კარგი მოსწავლეა, კარგი აკადემიური მოსწრებით. ეს არის პირველი შემთხვევა. ბებიას არასასიამოვნო შინაარსის წერილი დაუტოვა და სახლიდან გავიდა. დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა. სწორედ ამ წერილის საფუძველზე ბებიამ განგაში ატეხა და ბავშვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ს გადასცა. ბავშვის ძებნაში ჩვენც ჩართულები ვართ და პოლიციას ვეხმარებით“, – განუცხადა „კვირას“ სკოლის დირექტორმა.
ცნობისათვის, სამართალდამცველები 13 წლის მოზარდს ეძებენ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები