ორი წლის ბავშვმა დედა აივანზე ჩაკეტა – რა მოხდა თბილისში

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა უმეთვალყურეოდ მყოფი 2 წლის ბავშვი ჩაკეტილი საცხოვრებელი ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს და მშობლებს გადასცეს.
შემთხვევა თბილისში, ისნის რაიონში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, შემთხვევამდე დედა-შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე განთავსებულ ბინაში მარტო იყო. დედა აივანზე გავიდა და პატარამ აივნის კარი მიხურა, რის შედეგადაც დედამ აივნიდან ოთახში შესვლა ვეღარ მოახერხა.
მას შემდეგ, რაც დედამ დახმარებისთვის 112-ში დარეკა, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი მივიდა. მაშველები ბინაში თოკით დაეშვნენ და ოთახში შეაღწიეს. უმეთვალყურეოდ დარჩენილი 2 წლის ბავშვი დედას გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები