“ბეტეკის” ფისოვანი ცემენტი “ოქროს ბრენდი 2018-ის” მფლობელი გახდა

მედიაში ბიზნესის “ოსკარად” წოდებული ოქროს ბრენდის ყოველწლიური, რიგით მეთოთხმეტე დაჯილდოების ცერემონიალი 2019 წლის 19 აპრილს  სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში გაიმართა. “ოქროს ბრენდი 2018-ის” გამარჯვებული 53 ბრენდი მედიის თანდასწრებით დასახელდა.

“ბეტეკის” ფისოვანი ცემენტი “ოქროს ბრენდი 2018-ის”  მფლობელი გახდა. ნოვა “ბეტეკის” ფისოვანი ცემენტების ოჯახის ოფიციალური  წარმომადგენელია საქართველოში.

დაჯილდოების  ცერემონიას,  “ნოვას” წარმომადგენლებთან ერთად, “ბეტეკის” მარკეტინგისა და ექსპორტის დირექტორი – ენგინ ეჟდენი და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ქერემ იელსალი ესწრებოდნენ. კომპანიის წარმომადგენლებს საპატიო ჯილდო თურქეთის ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანიმ გადასცა.

“გვიხარია და გვეამაყება, რომ დღეს “ოქროს ბრენდის” ერთ-ერთ გამარჯვებულ კომპანიებს შორის მოვხვდით, ამისთვის დიდი მადლობა კომპანია “ნოვას”. მოგეხსენებათ, “ბეტეკი” 1988 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე, საქართველო კი ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს”, – განაცხადა კომპანია “ბეტეკის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქერემ იელსალიმ.

ბეტეკის ფისოვანი ცემენტის შეძენა მთელს საქართველოში, “ნოვას” სადილერო ქსელშია შესაძლებელი.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები