გიგა ბოლქვაძე: მინდა, გამოვეხმაურო მათ, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა, ბატონი ბიძინა რამეს ანგრევს

„ნგრევა არ ვიცი, მაგრამ რასაც აშენებს, აგერ არის სახეზე და ნახეთ!“, – ამ სიტყვებით ეხმაურება “ფეისბუქმომხმარებელი” გიგა ბოლქვაძე აბასთუმანში მიმდინარე მშენებლობის პროცესს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც ცრუ დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა, ბატონი ბიძინა რამეს ანგრევს. ნგრევა არ ვიცი, მაგრამ რასაც აშენებს, აგერ არის სახეზე და ნახეთ! ჩვენ ვამბობთ სიმართლეს და შეფასებების გაკეთება თქვენთვის მოგვინდია. აბასთუმნის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე დღეს პირველი მწვანე განაშენიანება გაჩნდა – შენობის მიმდებარე მოედანზე დაირგო 39 ძირი უნიკალური ჯიშის წიწვოვანი და ფოთლოვანი ნარგავი, დანარჩენი ხეები თავიანთ რიგს ელოდებიან და ამ დღეებში დაამშვენებს აქაურობას”, – წერს გიგა ბოლქვაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
მმართველი პარტიის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, განახლებული აბასთუმანი საქართველოს ახალი სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს: „ეს მეტად მასშტაბური და ამბიციური პროექტია და გულისხმობს აბასთუმნის სრულად რეაბილიტაციასა და განახლებას. პროექტი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ფონდი „ქართუს” მხარდაჭერით განხორციელდება. აბასთუმანი გახდება პირველი ქალაქი სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებს, რაც მიზნად ისახავს უნიკალური მიკროკლიმატის შენარჩუნებას და ურბანული სიმყუდროვის დაცვას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები