რატომ უნდა შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ონლაინ?

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინგამოწერა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება როგორც საქართველოში, ისე – მთელს მსოფლიოში. საოჯახო ტექნიკა, გამათბობლები, კონდიციონერები თუ  სხვა კლიმატური ტექნიკა – ეს იმ პროდუქციათა მცირე ჩამონათვალია, რასაც ონლაინმაღაზიებში შეხვდებით.

რატომ ყიდულობს საყოფაცხოვრებო ტექნიკას ონლაინ, უფრო და უფრო, მეტი ადამიანი?

დროის სიმწირის გამო, მომხმარებელთა ნაწილი  ტექნიკის ონლაინშეძენას ანიჭებს უპირატესობას.  ონლაინმაღაზიები მეტად კომფორტულ სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს. მაგალითად, „ლილო მოლის“ ინტერნეტმაღაზიაში –  Liloshop.ge -ზე შეძლებთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ტექნიკის მახასიათებლებისა თუ ფიზიკური პარამეტრების გაცნობას. ამასთანავე, შესაძლებელია პროდუქტის რეალური  ფოტოს ხილვა   თითქმის ყველა პროდუქტზე და გარანტიის მიღება. აღსანიშნია, რომ  Liloshop.ge-ზე  ტექნიკის შეძენას ყველაზე დაბალ ფასად შეძლებთ.

არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ადგილზე მიწოდების სერვისი ონლაინმაღაზიის ერთ-ერთი დიდი პლუსია. Liloshop.ge-დან გამოწერილი ნივთის მიღებას თბილისში, მაქსიმუმ – 3, ხოლო რეგიონში, მაქსიმუმ, 5 სამუშაო დღეში შეძლებთ.

რამდენად უსაფრთხოა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინშეძენა?

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინშეძენისას მომხმარებლები ხშირად იმის გამო ამბობენ უარს, რომ მათ პირადი მონაცემების შევსება უწევთ. მართალია, აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მომხმარებლისთვის, მეტ-ნაკლებად, უსიამოვნო პროცესია, თუმცა, თუკი სანდო ონლაინ მაღაზიას შეარჩევთ, ამ მხრივ ეს ფაქტი არანაირ დისკომფორტს  გამოიწვევს თქვენთვის. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ ონლაინმაღაზიის სანდოობაში, შეამოწმეთ, აქვთ თუ არა საკომუნიკაციო არხები. გადახედეთ  მათ “ფეისბუქგვერდს” და მომხმარებელთა შეფასებებს. ეს მცირე კვლევა დაგეხმარებათ, ტექნიკის ონლაინშეძენის პროცესი სრულიად უსაფრთხო გახადოთ თქვენთვის.

ძირითადად, რა ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდულობს ხალხი ონლაინ?

მომხმარებელთა უმეტესობა შემდეგი სახის საოჯახო ტექნიკას იძენს ონლაინ:

  • გამათბობლები;
  • კლიმატური თუ სხვა მსხვილი ტექნიკა;
  • სამზარეულო;
  • საოჯახო;
  • თავის მოვლის საშუალებები და სხვა.

ინტერნეტმაღაზია  Liloshop.ge  საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს და, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია ნებისმიერი ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები