​შრი ლანკაზე ეკლესიაში მორიგი აფეთქება მოხდა

0

შრი ლანკაზე ეკლესიაში ახალი აფეთქება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, განაღმვის დროს ფურგონში არსებული ასაფეთქებელი ამოქმედდა, ის ეკლესიის გვერდით იყო დაყენებული. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა, ასევე, 87 დეტონატორი აღმოაჩინეს, რომელიც ავტობუსების ერთ-ერთ გაჩერებაზე იყო დამონტაჟებული.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, მომხდარი აფეთქებების შედეგად 290 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 500-მდე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი