ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალიკო ცინცაძის წიგნის – “ქართული კაბალა” პრეზენტაცია გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი) 24 აპრილს, 14:00 საათზე ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის – “ქართული კაბალა” პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.
ქართული კაბალას არსებობა, თვისობრივად, ახალ დონეზე წარმოგვიდგენს უძველეს იბერიულ სამყაროს.
აღმოჩნდა, რომ იგი არა მხოლოდ ღვინის, ხორბლის ან ლითონის წარმოების სათავეებთან იდგა, არამედ მსოფლმხედველობრივადაც დიდწილად განსაზღვრა მსოფლიო ცივილიზაციის პირველსაწყისები.
თანამედროვე კაბალა მეცნიერული მიმართულებაა გლობალიზაციის უმთავრესი მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური საფუძვლების შესახებ, რომელიც პიროვნული “ეგოს”, ბუნებასთან მიმართების, ადამიანური ურთიერთობების, ცხოვრების წესის და ა.შ. საკითხებს სწავლობს და რეკომენდაციებს იძლევა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები