შს მინისტრის მოადგილეებმა დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

0

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – კახა საბანაძე და მინისტრის მოადგილე – ვლადიმერ ბორცვაძე პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად  თელავის სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის მოადგილეები პირადად დარწმუნდნენ, რომ საავადმყოფოში მოთავსებული სამართალდამცველების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, სამართალდამცველები იმ დროს დაშავდნენ, როდესაც გუშინ პანკისის ხეობაში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციას თავს დაესხა და მათ ჯოხები და ქვები დაუშინა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის – 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი