სესიაშვილი სამადაშვილს: არის ქვეყნის საერთო ინტერესები, სადაც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ, როცა ხელისუფლებაში იყავით და არც დღეს გაქვთ

0

“არის ქვეყნის საერთო ინტერესები, სადაც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ, როცა ხელისუფლებაში იყავით და არც დღეს გაქვთ, როცა ოპოზიციაში ხართ”, – ამ სიტყვებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, სალომე სამადაშვილს მიმართა.
“ხშირად ახსენებთ ხოლმე, რომ ჩვენ შორის დიდი განსხვავებაა. თქვენი, რიგ შემთხვევაში, პროვოკაციული განცხადებები უკვე სახეზეა და ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ – ეს მიხარია, მაგრამ არის ქვეყნის საერთო ინტერესები, სადაც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ, როცა ხელისუფლებაში იყავით და არც დღეს გაქვთ, როცა ოპოზიციაში ხართ. ესეც ის განსხვავებაა, რომელიც ჩვენ შორის არის ფუნდამენტალური, როგორც ხშირად გიყვართ ხოლმე ამ სიტყვის ხმარება. დიახ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, მათ შორის – თქვენთან ერთად იმისთვის, რომ იმ საფრთხეებზე, შეიძლება კომპლექსური გამოწვევებზეც, რომლებიც ქვეყნის წინაშეა და რომელთა გარკვეული გამოვლინებები, მათ შორის, გუშინ იყო, ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა სალომე სამადაშვილის საპასუხოდ.
სესიაშვილმა აღნიშნული განცხადება სალომე სამადაშვილის გამოსვლის საპასუხოდ გააკეთა.
სამადაშვილმა სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის განხილვის დახურვა გააპროტესტა.
„ბატონო ირაკლი, ჩემთვის ძალიან უცნაურია ტონი, რომლითაც დღევანდელი სხდომა დაიწყეთ, რადგან გუშინ ძალიან სერიოზული კრიზისი იხილა საზოგადოებამ. დღეს ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილნი. ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ და ჩვენ თუ გვაქვს რაიმე მოსაზრებები, რომ ამ სხდომის ნაწილი საჯარო უნდა იყოს, ალბათ, გვაქვს ჩვენი საკუთარი მოტივაცია ამისთვის და არ არის საჭირო კოლეგებთან ასეთი ტონით საუბარი”, – აღნიშნა სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი