ია მეტრეველი: არ მგონია, გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს

0

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება.
„მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა პანკისის მოსახლეობის მიმართ, არ მგონია, გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს. მაინც მინდა, ვთქვა და გავახსენო საზოგადოებას – სააკაშვილის რეჟიმის დროს, თუ არ მეშლება ციფრი, 11 ახალგაზრდის გვამი რომ დაუწყვეს, ლაფანყურის ე. წ ოპერაციის შედეგად პანკისში და დატირების უფლებასაც რომ არ აძლევდნენ ჭირისუფლებს, მაშინ არ მახსენდება ასეთი “ვაჟკაცური” პროტესტი პანკისელებისგან – ხაზი მინდა გავუსვა, მიშას სპეცრაზმის მიმართ. მემგონი, კარგად ჩანდა განსხვავება სპეცარზმის გუშინდელ მოქმედებებსა და მიშას სპეცნაზის მოქმედებებს შორის. გულწრფელად შემეცოდნენ გუშინ ეს ბიჭები. საშინელი სანახაობა იყო. ასევე, მადლობა მინდა, ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, მართლაც ღირსეული მინისტრია. იმედი მაქვს, შედგება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და შეთანხმებაც მიღწეული იქნება”, – წერს ია მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი