„ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი წლის ყველაზე დამოუკიდებელ ბიზნესდაჯილდოებაზე საუკეთესოებად აღიარეს

0

„ქართული ლუდის კომპანია“ ბიზნესის ოსკარად წოდებული Golden Brand-ის არაერთგზის გამარჯვებულია. „ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი წლის ყველაზე დამოუკიდებელ ბიზნესდაჯილდოებაზე საუკეთესოებად აღიარეს.
Golden Brand -ის დაჯიდლოების ცერემონიალზე, რომელიც 19 აპრილს სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში, Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა, წლის საუკეთესო ბრენდები გამოავლინეს.
Golden Brand-ზე ქართული ნატურალური წვენების კატეგორიაში „ჩერომ“ No1 Golden Brand-ის ტიტული მოიპოვა, „ზედაზენი“ კი ქართული ლუდების კატეგორიაში ნომერ პირველი Golden Brand -ი გახდა, ხოლო ლუდი Ragnar-ი საქართველოში ლიცენზირებული პროდუქციიდან ნომერ პირველ Golden Brand-ად დაასახელეს.
ბიზნესდაჯილდოება Golden Brand-ზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნესსაბჭოს, ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით უკვე მე-14 იმართება, სულ 53 გამარჯვებული ბრენდი გამოავლინეს.
“ქართული ლუდის კომპანია“ Golden Brand-ის მიერ მრავალჯერ იქნა აღიარებული, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტია. ის, რომ გაფასებენ და საუკეთესოდ გაღიარებენ, მოტივაციაა ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ ბრენდებზე და ჩვენს მომხმარებელს მრავალფეროვანი და, რაც მთავარია, ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ Golden Brand -ი გახლავთ მთავარი ჯილდო წარმატებული ბიზნესპროექტებისთვის, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები. ჩვენი კომპანია ხარისხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც ჩვენი მომხმარებელიც კარგად ამჩნევს და წლების განმავლობაში გრძნობს მომხმარებლის კეთილგანწყობას”, – განაცხადა ს.ს ქართული ლუდის კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, შალვა ჩოჩელმა.
ცნობისთვის, Golden Brand-ის დაჯილდოების ცერემონიალი 2006 წლიდან ტარდება. ის დღეისათვის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნესდაჯილდოებად არის აღიარებული.
Global Idea-ს მიერ ჩატარებული კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ; უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები. პარალელურად, გამოკითხვა მიმდინარეობდა მომხმარებლებშიც.
R

კომენტარები

კომენტარი