19 დაღუპული და 14 უგზო-უკვლოდ დაკარგული – კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა

0

კოლუმბიაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “El Universal”-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, დაშავებულია 3 ადამიანი, კიდევ 14 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. კოლუმბიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სააგენტოს განმარტებით, მეწყრის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
მაშველთა ჯგუფი სხვა შესაძლო დაშავებულების ძებნას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი