ხათუნა ჟორდანია: პანკისის ხეობაში დაძაბულობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გაანეიტრალა

0

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში გუშინ პანკისში განვითარებულ მოვლებებს ეხმაურება და ამბობს, რომ პანკისის ხეობაში დაძაბულობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გაანეიტრალა.
“დიდი ხანია, აღარ მსიამოვნებს “ფბ-ში” შემოსვლა. მართალი გითხრათ, აღარც საინფორმაციოებს ვადევნებ თვალ-ყურს…. მეჩვენება, რომ აგრესია, ზიზღი, ადამიანების დაცინვა, არაკომპეტენტურობა, გახდა უმრავლესობისთვის, ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. დღეს, დილიდან (შემთხვევით) ჩავრთე ტელევიზორი და ვისმენ, რომ მთავრობას აკრიტიკებენ გუშინ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით -ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამო.
ნეტავ, იმაზე უპასუხისმგებლო იყო ეს გადაწყვეტილება, ვიდრე ყოფილმა შს მინისტრმა, ბარამიძემ და „ნაცმოძრაობამ“ რომ მიიღო სვანეთის მოსახლეობისა და აფრასიძეების მიმართ???
მე კი მომეჩვენა, რომ, პირიქით, ძალიან მაგრად გაანეიტრალა დაძაბულობა. არავის ვახვევ ჩემს აზრს და ნუ შემომივარდებით სალანძღავად ნურავინ. ჩემს აზრს გამოვთქვამ ჩემს გვერდზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მომწონს ჩემი ქვეყნის შს მინისტრი – გახარია. My respect@გიორგი გახარია!!!!!”, – წერს ჟორდანია.

კომენტარები

კომენტარი