შრი ლანკაზე აფეთქებები შვიდმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო – დაკავებულია 24 პირი

შრი ლანკის პოლიციამ 24 ადამიანი დააკავა კუნძულზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით. საქმეში ფიგურირებს შვიდი თვითმკვლელი ტერორისტი. ინციდენტის შედეგად 290 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 500 კი დაშავდა. ჯამურად, 8 აფეთქება მოხდა სასტუმროებში, ეკლესიასა და საცხოვრებელ კომპლექსებში.
შრი ლანკის თავდაცვის მინისტრის, რუვან ვიჯევარდენის განცხადებით, “კომენდანტის” საათი არ გაუქმდება მანამ, სანამ ქვეყნის ხელისფულება უსაფრთხოებაში არ იქნება დარწმუნებული როგორც ადგილობრივებისთვის, ისე – ტურისტებისთვისაც.
ადგილობრივი მედიის ცნობთ, შრი ლანკაზე, ამ დროისთვის, შეზღუდულია წვდომა ძირითად სოციალურ ქსელებსა და შეტყობინებების გაცვლის სხვადასხვა პლატფორმასთან, რათა არ მოხდეს სხვადასხვა ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები