დღეს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს მსოფლიოში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღინიშნება, რომელიც 2010 წლიდან დაწესდა. აღნიშნული დღე 2009 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა.
ტერმინი “დედა-მიწა”, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, პლანეტის ეკოსისტემისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების აღმნიშვნელია.
ამ თარიღს აღნიშნავენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, გამოხატონ მადლიერება წყლის, ჰაერისა და მიწისადმი, ვისაც შეაქვთ საკუთარი წვლილი კლიმატის შეცვლისა და ბუნების დაცვაში. ეს დღე მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მომავალ თაობებზე ზრუნავს და იმ მემკვიდრეობაზე, რასაც ჩვენს შემდეგ დავტოვებთ.
გლობალური პრობლემების განსახილველად იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და კონფერენციებს ატარებენ. ისინი ყოველ წელს სხვადასხვა თემატიკას ირჩევენ. გარდა ამისა, მრგვალ მაგიდასთან არა მარტო დისკუსიები მიმდინარეობს, არამედ საკითხის გადაწყვეტის სხვდასხვა ხერხიც სახელდება.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პარტიები მიტინგებს გეგმავენ და საგანმანათლებლო აქციებს მართავენ.
მანქანებით გადატვირთული ქუჩები იკეტება და ფეხით მოსიარულეთათვის იხსნება. ხალხი ქუჩების დალაგების მასშტაბურ აქციებს მართავს. სხვადასხვა თაობის ხალხი სკვერებში ხეებსა და ბუჩქებს რგავს.