აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შრი ლანკაზე ტერორისტები თავდასხმებს კვლავ გეგმავენ

შრი ლანკაზე ტერორისტები თავდასხმებს კვლავ ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსდა.
„ტერორისტული ჯგუფები განაგრძობენ თავდასხმების მომზადებას. ტერორისტების სამიზნე, შეიძლება, გახდეს ტურისტული ადგილები, სატრანსპორტო კვანძები, მაღაზიები, ადგილობრივი ხელისუფლების შენობები, სასტუმროები, კლუბები, რესტორნები, სამლოცველოები და პარკები“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებსა და ამერიკელ დიპლომატებს, სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, შრი ლანკაზე 21 აპრილს ტერაქტების დროს დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები