73 %-ზე მეტი – ზელენსკიმ უკრაინის ისტორიაში რეკორდი დაამყარა

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში, სადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 90,25 % დაამუშავა, მეორე ტურში ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73,18 % მიიღო. მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო თავის მოწინააღმდეგეს, თითქმის, სამჯერ ჩამორჩა ხმების რაოდენობით – მან 24,49 % მოიპოვა. აქტიურობამ მეორე ტურში 62%-ს მიაღწია.
ზელენსკის შედეგი – უკრაინის ისტორიაში რეკორდულია. უკრაინის პრეზიდენტებიდან არცერთს მოუპოვებია მოქალაქეთა ასეთი მხარდაჭერა. ზელენსკიმდე, 1991 წელს, ხმების 61,1 %-ის მოპოვება მხოლოდ ლეონიდ კრავჩუკმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები