შრი ლანკაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

0

შრი ლანკაზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სადაც 21 აპრილს ეკლესიებსა და სასტუმროებში 8 აფეთქება მოხდა, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი, ირაკლი აბესაძე ავრცელებს.
ტერაქტის შედეგად შრი ლანკაზე 290 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი დაშავდა – მათ შორის არიან იაპონიის, ჩინეთის, პაკისტანის, ინდოეთის, ბანგლადეშის, ნიდერლანდებისა და ამერიკის მოქალაქეები.
შეგახსენებთ, თავდაპირველად ინფორმაცია 290 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი