გიორგი გახარია: ახლა ყველა უნდა გავჩერდეთ, დავწყნარდეთ,

0

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უხუცესებთან მოლაპარაკებების შემდეგ, პანკისელ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ “რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობას და ძმობას არ შეეფერება”.
მისივე თქმით, ის პანკისში არა ჰესის მშენებლობის გამო, არამედ ვითარების გამწვავების გამო ჩავიდა, ვინაიდან მოსახლეობა სამართალდამცველებს დაუპირისპირდა.
“რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობას და ძმობას არ შეეფერება. ახლა ყველა უნდა გავჩერდეთ, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, უნდა გავარკვიოთ, რა შეგვეშალა, ვის შეგვეშალა, ვინ არის დამნაშავე. ახლა ვჩერდებით და ვაგრძელებთ ლაპარაკს. თუ ვინმე გადავიდა და კანონი დაარღვია, ეს ცალკე სალაპარაკოა. ჰესის მშენებლები თქვენთან ლაპარაკს გააგრძელებენ, რაზეც შეთანხმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ ქვების სროლა გამოსავალი არ არის… ჰესის გამო აქ არ ამოვსულვარ, ამოვედი იმიტომ, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანებს,” – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი