დავით უსუფაშვილი: პანკისის ხეობაში ქვეყნის მორიგ ნაღმზე აფეთქების პოტენციალი 100-ჯერ მეტია, ვიდრე ენერგეტიკული პოტენციალი

0

“პანკისის ხეობაში ქვეყნის მორიგ ნაღმზე აფეთქების პოტენციალი 100-ჯერ მეტია, ვიდრე ენერგეტიკული პოტენციალი”, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს.უსუფ
აშვილი კატეგორიულად ითხოვს, პანკისის ხეობაში პრეზიდენტი ჩავიდეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდეს.„პა
ნკისში, განსაკუთრებით მაჩალიკაშვილების ტრაგედიის შემდეგ, ყველაფერი პოლიტიკურია და არა ეკონომიკური ან ენერგეტიკული. პრემიერს და მთავრობას ამდენი არ ესმით! არც ის ესმით, რომ ამგვარი საკითხების მოგვარებაში პოლიცია და სპეცრაზმი ყველაზე კონტრპროდუქტიული ინსტრუმენტია! ამიტომ, სანამ ვითარების განმუხტვა კიდევ შესაძლებელია, პანკისში უნდა ჩავიდეს საქართველოს პრეზიდენტი და მოსახლეობას მისცეს გარანტია, რომ შეთანხმების მიღწევამდე, ჰესის მშენებლობა არ განახლდება. ცხადია, თუ იგი კვლავ იმას არ ფიქრობს, რომ ის პოლიტიკის მიღმაა და ეს კი პოლიტიკაა,”- აცხადებს დავით უსუფაშვილი.
პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კი შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი