“როცა შსს-ს ჰყავს 15 დაზარალებული, როცა ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ”
მოხდა რაღაც ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით ყველაფერს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე იმაზე მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე ჰესის მშენებლობაა.
„თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლოების ინტერესსაც. მოხდა რაღაც ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით ყველაფერს. ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზარალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, შს მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხობაში ჩავიდა, სადაც ვითარება დილიდან დაძაბულია. ჰესის მშენებლობის ადგილზე ერთმანეთს ადგილობრივები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. არიან დაშავებულები.