მარტვილის მერი: ამ ოჯახს ჩვენ ყოველთვის გვერდში ვედექით (ვიდეო)

ამ ოჯახს ჩვენ ყოველთვის გვერდში ვედექით და ახლაც, რაც ეს ტრაგედია მოხდა, მით უმეტეს, – ამ სიტყვებით უპასუხა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ ჟურნალისტების კითხვას, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

მისი თქმით, ოჯახს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გვერდში ედგა და ალექსანდრე გრიგალავა გამორიცხავს, რომ მოზარდის სუიციდის მიზეზი შესაძლოა, უსახსრობა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, 17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც მოზარდი სწავლობდა, “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის მოსწავლე მესამე გაკვეთილის შემდეგ, მამამ სკოლიდან გეგმიური აცრის ჩასატარებლად წაიყვანა.
“მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მამამისი მოვიდა და დამრიგებელს, შემდეგ კი მე მთხოვა, ბავშვი გაგვეთავისუფლებინა გაკვეთილებიდან, რადგან აცრაზე უნდა წაეყვანა. დავთანხმდით და ამის შემდეგ არაფერი ვიცი. ახლა გავიგე ეს ამბავი”, – განაცხადა მამუკა თვალაძემ.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები