,,ჩემთვის არავის დაუძახია, „ევროპულ საქართველოსთან“ მაქვს ურთიერთობა და მე დაველაპარაკე პირადად”
,,ჩემთვის არავის დაუძახია, „ევროპულ საქართველოსთან“ მაქვს ურთიერთობა და კონკრეტულად ჩემი ინიციატივა იყო, მე დაველაპარაკე პირადად, – ამის შესახებ შალვა შავგულიძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შალვა შავგულიძემ აღნიშნა, სრულიად გააზრებულად და მთელი პასუხისმგებლობით დგას იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, ვისთან ერთადაც აქვს ერთიანი ხედვა ქვეყნის მომავლის და ქვეყანაში სამართლის მოტანის.