ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს
ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად 8 ოჯახი დაზარალდა. ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, დაზარალებულები უსაფრთხო ადგილზე, დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მომხდარს უწყებაში არსებული შესაბამისი კომისია შეისწავლის.
„ძველ ბათუმში, კომახიძის ქუჩის N1-ში, ხანძრის შედეგად დაიწვა 400 კვ.მ – მდე საცხოვრებელი ფართი. დაზარალებულ ოჯახებს პირველადი მატერიალური დახმარება გაეწევათ და საკვები პროდუქტები მიეწოდებათ. ვითარებას ადგილზე გაეცნო ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე. ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები”,- აცხადებენ მერიაში.