ბათუმში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა – ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო 11 ბრიგადა მუშაობდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, შენობის 400 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.