დაპირისპირება ნაციონალებში – გიორგი ვაშაძე გიგი უგულავას წინააღმდეგ

მერის არჩევნებთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრობაში სერიოზული დაპირისპირება იკვეთება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ნიუპოსტი” ავრცელებს. ახალგაზრდულ ფრთასა და პარტიის ძველ ნაწილს შორის უთანხმობა ბოლო რამდენიმე დღეა გამწვავდა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ არა მხოლოდ თბილისში, ყველა სხვა მმართველ ქალაქებშიც მერის კანდიდატებს თავად პარტიის წევრები თავად გამოავლენენ პრაიმერის გზით. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ განმარტება რამდენიმე დღის უკან გააკეთა. უკვე იმ მომენტისთვის გიგი უგულავასაც და გიორგი ვაშაძესაც გაკეთებული ჰქონდათ განცხადება მათი მერის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
საინტერესოა, რომ ნაციონალებმა რებრენდიგის მეორე ეტაპი გამოაცხადეს. დეტალები ჯერ უცნობია, სამაგიეროდ ცნობილი ხდება იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც ვაშაძესა და უგულავას შორის ფიქსირდება. გიგი უგულავა ნაციონალების ეგრეთ წოდებული ძველი თაობის ლიდერია, გიორგი ვაშაძე კი მათ, ანუ ძველებს გევრდით გაწევას ურჩევს. მისი აზრით, ისინი, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლა მათ მიმართ გარკვეული კითხვებია რსებობს, აჯობებს თუ მეორე პლანზე გადავლენ და „ფრონტის ხაზსს“ ახალ თაობას დაუთმობენ. ახალ ნაციონალებად ვაშაძის გარდა სახელდებიან სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვაშაძემ გიგი უგულვას ურჩია პრაიმერიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას და გზა პარტიაში ახალ თაობას დაუთმოს. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამ თემაზე, როგორც ამბობენ, ფართო და ცხარე დებატები მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი უგულავა-ვაშაძის დაპირისპირებას უარყოფს. „უგულავას და ვაშაძეს შორის დაპირისპირებას უარყვოფ. პოლიტსაბჭოზე ვიხილავდით, როგორ უნდა მოეწყოს ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურა. თავჯდმარის გარდა იყო რამე თანამდებობა არჩევითი თუ არა და შეიძლება ამ საკითხებზე ვიკამათოთ… მე პირადად ზოგჯერ უგულავას მოსაზრება შეიძლება მომეწონოს, ზოგჯერ ჭიაბერაშვილის, ზოგჯერ წიკლაურის და ზოგჯერ სხვა. რაც შეეხება ვაშაძის მერობის კანდიდატობას, ამ ეტაპზე ოფიციალური განაცხადი ამ საკითხზე არავის გაუკეთებია..“ – აცხადებს დარჩიაშილი “ნიუპოსტთან” საუბრისას.
 

წყარო:http://newposts.ge/?l=G&id=29625-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%2C+%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98#.UuoBAiemkaM.facebook

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები