„საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კახა ცაბაძის ლექცია გაიმართა

0

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში, ეროვნული სასახლის წარმატებული აღზრდილის, კომპოზიტორის, სასახლის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელის, კახა ცაბაძის ლექცია – საუბარი „საქართველოს სახალხო არტისტის – გოგი ცაბაძის ცხოვრება და შემოქმედება“ გაიმართა.
„კომპოზიტორმა გოგი ცაბაძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან საინტერესო ეპიზოდებზე ისაუბრა – მისი ოჯახის ტრაგიკულ ხვედრზე, მრავალმხრივ მოღვაწეობაზე, ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილ დიდ წვლილზე, განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე კოლეგებთან, ხანგრძლივ შემოქმედებით ურთიერთობაზე პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, მორის ფოცხიშვილსა და სხვა ცნობილ პოეტებთან“, – აცხადებენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში
მათივე ცნობით, საუბრის დასასრულ, კახა ცაბაძემ მამისადმი მიძღვნილი სიმღერა შეასრულა, ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკას კი გოგი ცაბაძის ალბომი უსახსოვრა.

R

კომენტარები

კომენტარი