„საქართველოს რკინიგზა“: ბილეთების შეძენა და სასურველი ადგილების არჩევა მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი

მატარებლის ბილეთების შეძენა და სასურველი ადგილების არჩევა მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„საქართველოს რკინიგზა“ გთავაზობთ მარტივ და კომფორტულ სერვისს – შეიძინოთ ბილეთები მობილური აპლიკაციითა და ვებგვერდების მეშვეობით. ამასთანავე, მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მგზავრთნაკადი. შესაბამისად, დიდი მოთხოვნაა სამგზავრო ბილეთებზეც.
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ვებგვერდზე – (railway.ge; tkt.ge; biletebi.ge; matarebeli.ge და სხვა) ოპერატიულად და შეუფერხებლად ხდება ბილეთების რეალიზაცია. სამგზავრო დოკუმენტებს შეიძენთ სწრაფი გადახდის აპრატებითა და matarebeli.ge-ს მობილური აპლიკაციითაც“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები