ვახტანგ ჭარაია: იკვრება ლოგიკური ჯაჭვი, რომ მთლიანად ეს პროცესი შეიცავს გარკვეულ დარღვევებს

„რეპორტიორის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „თიბისი ბანკმა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17-მილიონიანი სესხის დაბრუნება მოითხოვა. აღნიშნულ საკითხს ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, ვახტანგ ჭარაია გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბევრი დეტალი მეტყველებს იმაზე, რომ დარღვევებს ადგილი ჰქონდა და გამოძიებამ სიმართლე აუცილებლად უნდა დაადგინოს, განსაკუთრებით იმ საკითხზე, ჰქონდა თუ არა ადგილი ფულის გათეთრებას.
„ამ საკითხის პოლიტიკური მესიჯებისთვის გამოყენება არ არის სწორი, რადგან ეს მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია. თავის დროზე, „თიბისი ბანკმა“ აღიარა, რომ ეროვნული ბანკის მიერ 1 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა სამართლიანი იყო. ახლა კი ბანკის ერთ-ერთი აქციონერი ითხოვს, რომ ოფშორული კომპანიის ანგარიშზე გადამისამართებული 17 მლნ ლარი ბანკს დაუბრუნდეს. ვხედავთ, რომ იკვრება ლოგიკური ჯაჭვი, რომ მთლიანად ეს პროცესი შეიცავს გარკვეულ დარღვევებს. გასარკვევია, რამდენად იყო დარღვევა ფულის გათეთრების ნაწილში და ამაზე პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს. ფაქტია, რომ ტრანზაქციის სამართლიანობასა და წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში ეჭვების შეტანა შეიძლება. აქციონერს აქვს უფლება, მოითხოვოს საეჭვოდ გადარიცხული თანხის დაბრუნება და, საბოლოოდ, მომხმარებლისა და ყველა მხარისთვისაც მნიშვნელოვანია, დადგინდეს სიმართლე ამ საქმეზე“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები