გიორგი ბირბიჩაძე: ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას მერია 10 ათასი ლარით გაზრდის

თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ბირბიჩაძე ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა.
„საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით. წელს დაფინანსება 10 ათასი ლარით გაიზრდება და თბილისის მერია, ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას თითოეულ პაციენტს 60 ათასის ნაცვლად, 70 ათასი ლარით დაუფინანსებს”, – განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.
საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღებას ყოველთვიურად უფრო მეტი მოსარგებლე შეძლებს.
ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის განხორციელება თბილისის მერიამ შარშან დაიწყო და ათი პაციენტი უკვე დაფინანსდა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები