შალვა ოგბაიძე: ურბანული პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის და თბილისელების დაკვეთა სრულდება

„ქალაქის ურბანული პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის და თბილისელების დაკვეთა სრულდება“, – ეს განცხადება საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიას კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხის განხილვისას, დეპუტატმა განაცხადა, რომ დედაქალაქი მხოლოდ ვერა, ვაკე, საბურთალო და სოლოლაკი არ არის.
„პერიოდი, როდესაც საბურთალოზე, ან ვაკეში ერთოთახიანი ბინის ფასად მუხიანში ოთხოთახიანი ბინის შეძენა შესაძლებელი იყო – უნდა დასრულდეს. ფასები თანაბრდება. ჩვენი თანამოქალაქეების დაკვეთა სრულდება და ურბანული პროცესი მოწესრიგებულ, წინასწარშეთანხმებულ და გენგეგმასთან ჰარმონიაში მყოფ გარემოში გადადის“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები