“ლაზიერი” – ინდივიდური ავეჯი ნებისმიერი მომხმარებლისთვის

„არეა ექსპო 2019“-მდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა 4 მაისს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ყველაზე დიდ დარბაზში აიღებს სტარტს და ქართველ მომხმარებელს უძრავი ქონების სფეროში მომუშავე კომპანიების პროდუქტს წარუდგენს.
კომპანია „ლაზიერი“ ერთ-ერთია იმ ქართული კომპანიებიდან, რომლებიც გამოფენაზე პროდუქტს შესთავაზებენ მომხმარებელს. კომპანია უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენის სპონსორია.
„ლაზიერი“ ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის როგორც კორპორაციული კლიენტებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის. საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული დანადგარებით და მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, კორიანის (Corian® by DuPont), ნეოლითის (Neolith by TheSize) და სხვა მაღალი ხარისხის მასალებით. „ლაზიერს“ დღემდე ხუთასზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული ფიზიკური პირებისთვის და ერთგულად ემსახურება მრავალ მსხვილ კომპანიას საჯარო და კერძო სექტორებში. ბრენდი ორიენტირებულია კეთილსინდისიერ და მაღალპროფესიონალურ მომსახურებაზე და ზრუნავს მუდმივ განვითარებაზე.
„ლაზიერი“ მჭიდროდ თანამშრომლობს დარგის წამყვანი ევროპული კომპანიის Lignum Consulting ექსპერტებთან. მათთან პარტნიორობით განხორციელდა წარმოების პროცესის სისტემატიზაციის პროექტი. შედეგად, საქართველოში ავეჯის წარმოების ინდუსტრიაში უპრეცედენტო, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მრავალპროფილიანი ავეჯის საწარმო ამოქმედდა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში „ლაზიერი“ გახდება ამიერკავკასიაში პირველი კომპანია, რომელსაც ამერიკული კონგლომერატის DuPont-ის ხარისხის ქსელის წევრის ლიცენზია ექნება. ამასთანავე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება ISO სერტიფიცირებაც.
„ლაზიერი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს: აქ მზადდება ავეჯი სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის და საჯარო სივრცეებისთვის და სპეციფიკური დანიშნულების ავეჯი. ასევე, კომპანია მუშაობს ექსტერიერისა და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.
„ლაზიერის“ მომსახურება მოიცავს დიზაინის, პროექტირებისა და წარმოების ყველა ეტაპს. ეს გულისხმობს როგორც სივრცის სწორად ათვისებას, ავეჯის ფუნქციური დატვირთვის ზუსტ განსაზღვრას, ისე დიზაინის ელემენტების დახვეწას და მასალებისა თუ მექანიზმების ოპტიმალურად შერჩევას. ამის შემდეგ იწყება უშუალოდ წარმოების პროცესი, რომელიც უახლესი ევროპული დანადგარებით ხორციელდება, წარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, წინასწარ შეთანხმებულ დროს გაეცნონ მათთვის განკუთვნილი ნაკეთობის წარმოების პროცესს.
„ლაზიერის“ პროდუქტები და სერვისები გათვლილია საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის მომხმარებლებზე, რომელთათვისაც ხარისხი და დრო პრიორიტეტულია. სამომავლოდ კომპანია გეგმავს სხვა სეგმენტების ათვისებასაც და სერიული წარმოების დაწყებას.
სანამ „ლაზიერის“ ავეჯით საკუთარ ინტერიერს დაამშვენებთ, მანამდე შეგიძლიათ, ბრენდის პროდუქცია სხვადასხვა კომპანიის ინტერიერში იხილოთ. მაგალითად, „შატო ბუერა“, „საქართველოს ბანკი“, „გალერია თბილისი“, „ჯეოსელის“ ფილიალები, ქუთაისისა და ამბროლაურის აეროპორტები, სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი და სხვა.
„ლაზიერში“ მიიჩნევენ, რომ „არეა ექსპო 2019“-ის ტიპის ღონისძიებების გავლენა და როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. ნებისმიერ ბაზარზე ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში, აუცილებელია ინფორმაციის გაცვლის სწორი არხებისა და ნაკადების შექმნა. კომპანიის გუნდის თქმით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება ინფორმაციის დროულად გაცვლის უზრუნველყოფა და მოცემული მომენტისთვის არსებული ბიზნესშესაძლებლობების სწორად შეფასება. ეს კი ეკონომიკის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. „არეა ექსპო“ ზუსტად ის პლატფორმაა, რომელიც ამ გამოწვევას უკვე მეორე წელია პასუხობს ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორისთვის, როგორიცაა უძრავი ქონება და დეველოპმენტი. მსგავსი ტიპის მასშტაბური გამოფენები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის პოზიტიური მუხტის მიმცემია.
„ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ ერთმანეთის უკეთ გაცნობა, მნიშვნელოვანი სამომავლო პარტნიორული შეთანხმებების დაგეგმვა და რაც მთავარია, ერთმანეთის პროდუქტისადმი დამოკიდებულებაში სანდოობის ფაქტორის გაზრდა“, – აცხადებენ კომპანიაში. 

 

გარდა ამისა, კომპანია „ლაზიერი“ მომხმარებელთან უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარებას გეგმავს მათი რეალური სურვილებისა და საჭიროებების დაზუსტების მიზნით. „როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, გამოფენების შემდეგ ყველა მონაწილე კომპანიას გაყიდვების ზრდის ძალიან ეფექტური მაჩვენებელი აქვს“, – ამბობენ კომპანიაში.

 

„ლაზიერის“ მოღვაწეობის 6-წლიან პერიოდში კომპანიაში დაინერგა ინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიები და მაქსიმალურად დაიხვეწა წარმოების პროცესი. ბრენდი მუდმივად ზრუნავს ქართული ხარისხის უწყვეტ განვითარებაზე და მათი საბოლოო მიზანია, იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება, რაც მომხმარებლების ფინანსებსაც საგრძნობლად დაზოგავს.
„ლაზიერი“ „არეა ექსპო 2019“-ზე მომხმარებელს ფასდაკლებებსა და სხვა საინტერესო შეთავაზებებს წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის წამყვანი დეველოპერი კომპანიები და უძრავი ქონების სფეროს სხვა წარმომადგენლები. „არეა ექსპო 2019“ 4-5 მაისს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერი მომხმარებლისთვის უფასოა.
„აუცილებელია, აღინიშნოს „არეა ექსპოს“ ორგანიზატორების უდიდესი ძალისხმევა აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისთვის. გვინდა, ჩვენი ღია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და გულითადი მადლობა გადავუხადოთ მათ, ასეთი შორსმჭვრეტელური და ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის გადადგმული, ამ მართლაც გაბედული ნაბიჯებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ დღეს თუ არა, უახლოეს მომავალში, ასეთი სექტორული გამოფენები ჩვენი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახდება და „არეა ექსპოს“ ორგანიზატორების დღევანდელი ძალისხმევაც სათანადოდ დაფასდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები