“სამეფო კარის თამაშები” პოლიტიკაში – HBO ტრამპს სთხოვს, არ გამოიყენოს სერიალის სიმბოლიკა

ტელეარხი HBO ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სთხოვს, არ გამოიყენოს სერიალ “სამეფო კარის თამაშების” სტილისტიკა საკუთარ პოლიტიკურ კოლაჟებში. ტრამპი ამას პირველად არ აკეთებს.
18 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტის ოფიციალურ “ტვიტერის” გვერდზე გამოჩნდა კოლაჟი, რაზეც ტრამპის სილუეტია გამოსახული ნისლიან ღრუბელში. ფოტოს თან ახლავს წარწერა – “თამაში დასრულებულია”, რომელიც აკრეფილია “სამეფო კარის თამაშების” წარწერის სტილში.
“თამაში დასრულებულია მოძულეებისა და მემარცხენე რადიკალი დემოკრატებისთვის: არავითარი შეთქმულება, არავითარი წინააღმდეგობა სამართლიანობას”, – ნათქვამია წარწერაზე.
აღნიშნული ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, ტელეარხის პრესსამსახურმა შეშფოთება გამოხატა.
“ჩვენ გვესმის ესოდენი ინტერესი “სამეფო კარის თამაშების” მიმართ, მით უმეტეს – ახლა, როდესაც ახალი, ბოლო სეზონი გამოდის; მაგრამ ჩვენ მაინც ვისურვებდით, რომ ინტელექტუალური კუთვნილება არ გამოიყენებოდეს პოლიტიკურ მიზნებში”, – ნათქვამია HBO-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები