ბექა დავითულიანი: ყოფილ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარება ძველი მეთოდით ურჩევნია, მაგრამ ჩვენ ასე არ ვიქცევით

ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიას კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, ახალი გენერალური გეგმის დამტკიცების გარკვეული შეზღუდვები დაწესდა და მთავრობა მესაკუთრეებს კონკრეტულ გამოსავალს სთავაზობს.
„ყოფილი ხელისუფლება კვლავ იმ მეთოდების ერთგული რჩება, როგორც მოქმედებდა. მათ ურჩევნიათ, ბექა ოდიშარია ციხეში ჩავსვათ, წავართვათ ქონება და ამით მოვაგვაროთ პრობლემა. შეიძლება, ამ იდეას ბევრი მომხრე ჰყავდეს, მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქცევით. ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღების შემდეგ, ბევრ ადამიანს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განვითარების უფლება შეეზღუდა და ჩვენ მათ ვთავაზობთ გამოსავალს. ეს არის ნორმალური პროცესი, ამ ფორმით არ დაზიანდება არც მესაკუთრის და არც – ქალაქის ინტერესი. ფაქტია, რომ დღეს საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამის ფართს გადავცემთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები