რევაზ სოხაძე: ფასს ადგენს სამხარაულის ეროვნული ბიურო – ჩვენ და მერიას გვაქვს მოცემულობა, რომ გადასაცემი ტერიტორია მასთან შესაბამისობაშია

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია სენსიტიური მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ესა თუ ის საკითხი ნაცნობი სახელისა და გვარის ადამიანს ეხება. ეს განცხადება საკრებულოს წევრმა თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიას კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხის კომენტირებისას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
საკრებულოს წევრის თქმით, ოპოზიციას ხმა არ ამოუღია მაშინ, როდესაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 50-ჯერ მეტი ფართობის გაცვლა მოხდა.

„თქვენი მხრიდან მსგავსი ოპონირება არ მახსენდება მხოლოდ იმიტომ, რომ სახელი და გვარი იქ არ იყო ცნობილი. ახლა კი თითის გაშვერა, რომ ვინმე რაღაც ფასად მიწას აძლევს, სპეკულაციაა და სხვა არაფერი. ფასს არ ადგენს არც მერია, არც მერი და არც მერიის რომელიმე სამსახური. ფასს ადგენს სამხარაულის ეროვნული ბიურო და ჩვენ და მერიას გვაქვს მოცემულობა, რომ გადასაცემი ტერიტორია მასთან შესაბამისობაშია“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები