საჯარო რეესტრის ციფრული არქივის სისტემას აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანი უძრავი ქონების არქივის სისტემისა და არქივირების პროცესის გაცნობა იყო.
აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის ბაქოს ოფისის არქივის დეპარტამენტის წარმომადგენლებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ივანე ცარციძე შეხვდა. მან სტუმრებს უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემა, ელექტრონული სერვისები და სააგენტოს მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
„დელეგაციის წევრებისთვის საჯარო რეესტრის რეგისტრაციის დეპარტამენტსა და არქივის სამსახურში საინფორმაციო ტური მოეწყო და სტუმრები მონაცემების დიგიტალიზაციის, დოკუმენტების დასკანერების, არქივირებისა და ინფორმაციის შენახვა/გაცემის პროცესებს სამუშაო ადგილზე გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯაინის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა საჯარო რეესტრის არქივის შენობაც დაათვალიერეს, სადაც ქაღალდის დოკუმენტები, ცენტრალიზებულად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, უსაფრთხოდ ინახება“, – ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები