კიევის ნაცვლად – აფხაზეთი. რატომ გახდა სოხუმი ახალი ცხელი წერტილი

კიევის ნაცვლად – სოხუმი, უკრაინის მაგივრად- აფხაზეთი: მორიგი მაიდანი თუ ელიტის კონფლიქტი. აფხაზეთის დედაქალაქში კვლავ გრძელდება ოპოზიციის საპროტესტო აქციები. პრეზიდენტ ანქვაბის მოწინააღმდეგეები მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან და, დონბასის მსგავსად, რუსეთთან ინტეგრაციას ითხოვენ.
დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ალყა შემოარტყეს და ალექსანდრე ანქვაბთან მოლაპარაკების დაწყებას ითხოვდნენ. მათ შენობაზე იერიში მიიტანეს და შენობაში შეიჭრნენ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა და ამ დრომდე გუდაუთაში იმყოფება.
დღეს აფხაზეთში პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი გაგზავნეს, რომელიც სულ ახლახან უკრაინაზე იყო პასუხისმგებელი. იგი აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და უკრაინას გასული წლის შემოდგომიდან კურირებს. სოხუმში იგი ერთი თვის წინ იმყოფებოდა და განაცხადა, რომ აფხაზეთის სახელმწიფო შედგა და სახეზეა პოლიტიკური სტაბილიზაცია. მისი განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და სოხუმში მეორე მაიდანი მოხდა. დღეს სურკოვი არა მხოლოდ რესპუბლიკის პრეზიდენტ ანქვაბს, ოპოზიციის ლიდერს, რაულ ხაჯინბასაც შეხვდა. თუ სად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები – უცნობია. კრემლი სურკოვის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ განცხადებას ოფიციალურად არ ახმოვანებს იმ მიზეზით, რომ ქვეყნის საშინაო საქმებში ჩარევაში არ დაადანაშაულონ.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვმა განაცხადა, აფხაზებს და მოსკოვს შორის კონტაქტები არ ყოფილა. ამასთან, აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მხოლოდ რუსეთი და ბელორუსია აღიარებს. სურკვის შესახებ ინფორმაციას არც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. რამდენი ხანი დაჰყოფს სურკოვი სოხუმში, ჯერჯერობით უცნობია. კრემლის მხრიდან სოხუმის კონფლიქტის დარეგულირებას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი რაშიდ ნურგალიევიც ცდილობს. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ანქვაბმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ  მთავარი ამოცანა შეასრულა და შესაძლო სისხლისღვრა თავიდან აიცილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები