მამუკა ბახტაძე ავლაბრის რეზიდენციაზე: ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე – ეს შენობა აშენდა საქართველოს მოქალაქეების ფულით

„ავლაბრის რეზიდენციას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცისა, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქესა და საქართველოში ჩამოსულ ყველა ტურისტს შეეძლება მისვლა და ჩვენი ეროვნული საგანძურის ნახვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციისთვის ახალი ფუნქციის შეძენას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნულ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის – მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობა.
„თქვენ კითხვას სვამთ, რატომ გვექნება ორმაგი ხარჯი. ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ეს ერთი და იგივე ფუნქცია არ არის. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა საქართველოს მოქალაქეების ფულით, გადამხდელების თანხით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია. ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი იმ რამდენიმე მიმართულებით, რომელიც, ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოებრივი, ისე – ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები