„ორგანიზაციის რეპორტიორები საზღვრების გარეშე” მიერ საქართველოს მიმართ რეიტინგის გაუმჯობესება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით“

„ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე” მიერ საქართველოს მიმართ რეიტინგის გაუმჯობესება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა თავისუფალი მედია გარემოა.
„გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველომ წინ წაიწია და პოზიციები გაუმჯობესა. ვგულისხმობ რეიტინგს, რომელიც მომზადებულია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე”-ს მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო – ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა გახლავთ თავისუფალი მედია გარემო. ფაქტია, რომ მედია გარემო ყოველწლიურად უმჯობესდება და ამას მთელი მსოფლო ნათლად ხედავს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა პროგრესისკენ, მაგრამ ამ რეიტინგში დაწინაურება არის ნათელი დადასტურება და პასუხი ყველა იმ სუბიექტური მოსაზრების შესახებ, თითქოს საქართველოში ჩვენ გვაქვს უკუსვლა მედია თავისუფლების კუთხით – ეს არის ტყუილი, ჩვენ გვაქვს პროგრესი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები