კობახიძე მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოსამართლეების სიის არგანხილვაზე: ბნელ ოთახში იყო დაწერილი

“ბნელ ოთახში იყო დაწერილი, ერთ დღეში წარმოადგინა და, ალბათ, ეს იყო მიზეზი არგანხილვისა – ხუმრობით, რა თქმა უნდა”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ოთარ კახიძეს კითხვაზე, თუ რატომ არ განიხილა პარლამენტმა 2016 წელს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი.
„თუ საქართველოს პრეზიდენტს ამ მოწვევის პარლამენტში ჰქონდა წარდგენილი სამი კანდიდატურა, რატომ არ განიხილეთ. ამით მე იმის დემონსტრირება მინდა, რომ თქვენთვის, რეალურად, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, უზენაეს სასამართლოში სწრაფად გამწესდნენ მოსამართლეები და იქ საქმეებზე გადატვირთულობა მოიხსნას, არამედ, ჩვეულებრივად, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და დავალების მიხედვით მოქმედებთ”, – განაცხადა ოთარ კობახიძემ.
„ბნელ ოთახში იყო დაწერილი, ერთ დღეში წარმოადგინა და, ალბათ, ეს იყო მიზეზი – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით“, – უპასუხა კობახიძემ კახიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები