მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობას დაათვალიერებინებენ

„მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. სიახლე დღეიდან დაინერგა“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მთავრობის დღევანდელ სხდომას კომაროვის სკოლის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული 5 მოსწავლე ესწრება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა, მათ შორის – ადმინისტრაცია, იყოს ღია ყველასთვის, განსაკუთრებით – ჩვენი მომავალი თაობისთვის. შესაბამისად, ვიწყებთ სპეციალურ ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებს აქ მოსვლის საშუალებას მისცემს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები