ვლადიმერ იმნაძემ გამგებლებს საპატიო სიგელები გადასცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ისნის რაიონის გამგებელს – კახა ლაბუჩიძესა და კრწანისის რაიონის გამგებელს – ლევან ჯაფარიძეს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისადმი გამოჩენილი ყურადღების, პატივისცემისა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ვლადიმერ იმნაძემ გამგებლები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრაზე გამგებლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქვეყნის წინაშე ვეტერანთა განსაკუთრებულ ღვაწლსა და დამსახურებას. ასევე, აღნიშნეს, რომ ვეტერანთა მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები