სემეკ-მა მოქალაქეებს 100 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამურად, 105 480 ლარი შეადგინა.
სემეკ-მა მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე დღის წესრიგებით გათვალისწინებული 84 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს.
„მოქალაქეთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკ-ის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლცენტრში, ნომერზე 16 216, ისე – სემეკის Facebookგვერდზეც“, –  აცხადებენ სემეკ-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები