საფრანგეთში ნოტრ-დამის ნაწილის ჩამონგრევის საფრთხის შესახებ აცხადებენ

ნოტრ-დამში მომხდარი ხანძრის შემდეგ არსებობს საფრთხე, რომ ტაძრის სამი ელემენტი ჩამოინგრევა. ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, ფრანკ რიესერმა განაცხადა.
მისი თქმით, ტაძარში სამი სუსტი წერტილი დაფიქსირდა. 15-მეტრიან სამკუთხა ელემენტს აღარ იკავებს სახურავის ძელები, აქედან გამომდინარე, თუკი ისინი ჩამოცვივდება, შესაძლოა, ჩრდილო ფასადის დიდი დაზიანება გამოიწვიოს. გარდა ამისა, საფრთხისშემცველი კიდევ ორი ადგილი არსებობს.
“თუკი ისინი ჩამოცვივდება, შესაძლოა, დიდი ორღანიც დაზიანდეს, რომელიც ხანძრის შემდეგ შენარჩუნდა. ახლა მისი დემონტაჟი მიმდინარეობს”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები