მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგს გამართავს – პრემიერი, სავარაუდოდ, ქობულიას გადადგომის მიზეზსაც განმარტავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 14:00 საათზე მთავრობის სხდომა ჩატარდება.
როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს. არსებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაური აღნიშნულ ბრიფინგზე ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებითაც გააკეთებს განმარტებას.
ცნობისთვის, გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულია.
პრემიერმინისტრის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე – ნათია თურნავა დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები